Geo  |  Eng
სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია გთავაზობთ:
რა(ს)? ევროკლუბი
“ევროკლუბი” არის ერთმანეთის მხარდამხარ მომუშავე მოსწავლეებისა და ახალგაზრდა ლიდერების კლუბი, რომლის წევრებიც იღრმავებენ თავიანთ ცოდნას ევროპის ისტორიაში, ტრადიციებსა და კულტურაში, იღებენ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, პოპულარიზაციას უწევენ ამ ცოდნას ადგილობრივ თემში.
მიმაგრებული ფაილი 07 09 2010

პიროვნული განვითარების კურსი ახალგაზრდებისათვის “სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია” კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან თანამშრომლობით აცხადებს ახალგაზრდების მიღებას პიროვნული განვითარების სასწავლო კურსზე. კურსის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს განავითარონ პიროვნული საკვანძო კომპეტენციები, როგორიცაა ანალიტიკური აზროვნება, დამოუკიდებელი სწავლის უნარი, მეწარმეობა, კომუნიკაციის უნარი და სხვა.
მიმაგრებული ფაილი 02 09 2010

ტრენინგ კურსი რუსთავში მცხოვრებ 18–30 წლის მოტივირებული ქალბატონებისათვის. "რუსთავის ქალთა პროფესიული განვითარების ინტენსიური ტრენინგ კურსი" შეიქმნა ქალბატონების პროფესიული შესაძლებლობების და სამუშაო უნარ–ჩვევების გასაზრდელად.
მიმაგრებული ფაილი 26 08 2010

7–16 ივლისს ორგანიზაცია "კრეატივს"', უკრაინის ქ. ვინიცაში საპასუხო 9 დღიანი სასწავლო ვიზიტით ეწვია სიქა–ს მოხალისე ლევან მოსულიშვილი. ლევანის ვიზიტი პროგრამის “ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები მხარდაჭერის” სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შედგა.
26 08 2010

29 ივნისს გარდაბნის 1 საჯარო სკოლაში მოეწყო პროექტის “ერთად საერთო რეალობაში” საზეიმო დახურვა.

პროექტი განახორციელა სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ, მას პარტნიორობას უწევდა ორგანიზაცია “ხიდი – ქვემო ქართლის რეგიონის კულტურული თანამშრომლობა”.

07 07 2010

21 ივნისს სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციას 9 დღიანი ვიზიტით ეწვია სტუმარი უკრაინიდან ოკსანა ბონდარი.,

სტუმარი ჩამოვიდა პროგრამის “ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნაბის არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები მხარდაჭერის” სასწავლო ვიზიტის ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “პოლონურ-უკრაინული თანამშრომლობის ფონდის – პაუსის” მიერ და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

01 07 2010

“სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის” დებატების მეგობრული ტურნირი

“სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის” დებატ-კლუბის ხელმძღვანელის ნინო ვარდიაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 12 და 13 ივნისს ჩატარდა 2 დღიანი მეგობრული ტურნირი დებატებში თემაზე “ სამეურვეო საბჭოს როლი მეტად აქტიური უნდა გახდეს სკოლის განვითარებისთვის”

15 06 2010

სიქა– მოგზაური–ს კლუბის ხელმძღვანელის ვაკანსია (ინტერნი)

სიქა აცხადებს ინტერნს „სიქა– მოგზაური“ –ს კლუბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

იხილეთ "სიქა–მოგზაურის" ბლოგი
მიმაგრებული ფაილი 02 06 2010

“გაამწვანე გარდაბანი”

ახალგაზრდულმა ცენტრმა "ერთად საერთო რეალობაში" დაგეგმა და განახორციელა აქციას “გაამწვანე გარდაბანი”. აქციაში ჩაერთვნენ გარდაბნის სამივე სკოლის მოსწავლეები. მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი პლაკატების პრეზენტაცია და დაირგო 100 ძირზე მეტი ნერგი.

07 05 2010

“ერთად საერთო რეალობაში”

პროექტის ფარგლებში გარდაბანში, “ხიდის” ოფისში ამუშავდა ახალგაზრდული ცენტრი. ცენტრში ტარდება ტრენინგები კვირაში 2 დღე, სულ 8 ტრენინგი. სატრენინგო თემატიკა: კონფლიქტების მართვა; გენდერული თანასწორობა; სტერეოტიპები; თანამშრომლობა.

პროექტის ბლოგი
07 05 2010

სიქა-ს ENO კლუბის მიერ 2010 წლის 13 მარტს გამართული ეკოლოგიური აქტივობის იდეურ გაგრძელებას წარმოადგენდა 11 აპრილს მოწყობილი სპორტულ-შემეცნებითი ღონისძიება “დიდი თამაში”.

19 04 2010

სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის კინო კლუბს პარასკევს, 16 აპრილს ჰქონდა გასვლა რუსთავის მუნიციპალურ თეატრში

19 04 2010

11 აპრილს 12:00 საათზე სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივებისქართული ასოციაციის კლუბი ENO ატარებს სპორტულ, შემეცნებით ინტელექტუალურ, ეკოლოგიურ აქტიობას ”დიდ თამაშს”


06 04 2010

2010 წლის 13 მარტს, ENO კლუბის ახალგაზრდების თაოსნობით კიდევ ერთი ეკოლოგიური აქცია მოეწყო:

29 03 2010

ფილმის ჩვენება მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის

2010 წლის 22 მარტს პოლონელი მოხალისე პატრიცია როგაცკას ინიციატივით და სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მხარდაჭერით მოეწყო მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის ფილმის ჩვენება. ფილმის ჩვენება გაიმართა სიქას ოფისში.

26 03 2010

„სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“ „ CTC- ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრ“- თან თანამშრომლობით აცხადებს შესარჩევ ეტაპს პროგრამისთვის:

„ახალგაზრდების პიროვნული განვითარების კურსი”
კურსზე დასწრება უფასოა!

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს 17-24 წლამდე ახალგაზრდებს რომლებსაც აქვთ მხოლოდ საბაზისო განათლება(საშუალო სკოლა ან 9 კლასი) და არ არის დასაქმებული. პრიორიტეტი მიენიჭებათ მათ ვინც არის „სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახებიდან“

მიმაგრებული ფაილი 11 03 2010

საჯარო დებატები

2010 წლის 8 მარტს „სიქა”-ში მოეწყო დებატ-კლუბის ხელმძღვანელის ორგანიზებით, საჯარო დებატი თემაზე „ბავშვებზე ძალადობა დასჯადი უნდა იყოს“ სადაც მოწვეული აუდიტორია( დებატ-კლუბის წევრების მშობლები, დები, მეგობრები) აქტიურად იყვნენ ჩართულნი და თამაშის საბოლოო გადაწყვეტილებაც სწორედ მათ მიიღეს. მშობლებმა გამოთქვეს დიდი სურვილი, რომ მათი შვილები აქტიურად ჩაერთონ „სიქა”-ს სხვა პროგრამებშიც რადგან მათ დაინახეს შედეგი ნაყოფიერი შრომის!

09 03 2010

პარასკევს, 12 თებერვალს “სიქა”ს კინო კლუბმა ორგანიზება გაუკეთა GEO GROUP მიერ ქვემო ქართლის რეგიონში გადაღებულ დოკუმენტური ფილმების ჩვენებას

23 02 2010

2010 წლის 29 იანვარი

პარასკევს, 29 იანვარს გაიმართა ქართული ფილმ “კრეატივიზმის” ჩვენება. ესაა ფილმი ექსპერიმენტი, რომელიც გადაიღო სარეჟისორი ფაკულტეტის სტუდენტმა. ფილმის ჩვენებაზე მოწვეულნი იყვნენ რეჟისორი და მონაწილე მსახიობები.

08 02 2010

სიქა-ს დებატ-კლუბი

რუსთავის ნებისმიერი სკოლის VIII – XI კლასის მოსწავლე
მიმაგრებული ფაილი 04 02 2010

RYA - რუსთავის ახალგაზრდობა მოქმედებაში

მიმაგრებული ფაილი 04 02 2010

საფეხბურთო მატჩი



“სიქა”-საგანმანათლებლო ინციატივების ქართული ასოციაცია-ს კინო კლუბი და რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობენ.



30 01 2010

კლიმატის ცვლილების კამპანია სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციაში

2010 წლის 20 იანვარს ორგანიზაცია სიქა-ში არსებული ENO კლუბი შეუერთდა მსოფლიო მაშტაბების გლობალური დათბობის საწინააღმდეგოდ მიმართულ კამპანიას

29 01 2010

"ENO კლუბი"

13-15 წლის ახალგაზრდებს , ENO კლუბში გასაწევრიანებლად! ENO (გარემო რეალურ დროში) არის საერთაშორისო პროგრამა, რომელშიც ჩართულია მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ორ მილიონამდე ბავშვი. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეების ნაშრომები ქვეყნდება ENO-ს საერთაშორისო ინტერნეტ ბმულებზე.


მიმაგრებული ფაილი 06 11 2009

CISV-GEORGIA სიქა-ს თბილისის კლუბის ერთი ჯგუფის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს
01 10 2009

სიქა თბილისში ახალგაზრდულ და მოსწავლეთა კლუბებს ხსნის
კლუბები უკეთესი მომავლისათვის - რას გთავაზობთ?
2009-09-23

პროექტის “ფასეულობები ძალადობის წინააღმდეგ” შემაჯამებელი გამოფენა-ფორუმი.

გამოფენა-ფორუმის გახსნა: 2009 წლის 14 ივლისი, 12.00 საათი.

მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქუჩა #5. „გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია”
მიმაგრებული ფაილი 2009-07-03

19 ივნისს, 18.00 საათზე "სიქას" კინო კლუბში მოეწყო ქართული დოკუმენტური ფილმის "ნების არქონა" ჩვენება და განხილვა.

ფილმი ეძღვნება საქართველოში კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს.
მიმაგრებული ფაილი 2009-06-17

2009 წლის 7 ივნისს სიქას კლუბის "RYA - რუსთავის ახალგაზრდობა მოქმედებაში" წევრები, იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სიღნაღში.
2009-06-10

სიქას მოხალისემ კახა ფაშურიშვილმა, რომელიც ევროპის მოხალისეთა სერვისით (EVS) იმყოფებოდა რუმინეთში, თანამდევი პროექტით მოაწყო, საქართველოში მყოფი უცხოელ მოხალისეებთან ერთად მოაწყო “ინტერკულტურული საღამო“.
2009-06-08

created by hobbystudio