ჩვენს შესახებ



There are no translations available.
|
დაარსების ისტორია
დაარსდა 1999 წელს, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და პროგრამების ფარგლებში მომზადებული მწვრთნელების მიერ, როგორც რუსთავის მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია. რეგისტრაციაში გატარდა რუსთავის სასამართლოს მიერ 2000 წელს. რეგისტრაციის N9/9-77 2005 წლის სექტემბერში საქმიანობის არეალის გაფართოებასთან დაკავშირებით შეიცვალა იურიდიული მისამართი, სახელი და მიზნები. ეწოდა სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, რეგისტრაციაში გატარდა იუსტიციის სამინისტროს რუსთავის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურ მიერ. რეგისტრაციის ნომერი 00522060025 საგადასახადო ნომერი: 216 379 880.
|
::
სიქა-ს მიზნები ეკოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, სათემო, კულტურული, ანტიკორუფციული, ახალგაზრდული და სხვა საკითხების მოგვარების ხელშეწყობა საგანათლებლო საქმიანობით; სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; საქართველოში საგანმანათლებლო ინიციატივების დანერგვა; დემოკრატიული პრინციპების დანერგვა; ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა; მრავალმხრივი და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა; განათლების სისტემის მუშაკთა პროფესიული განვითარება და განათლების ხარისხის ზრდა; ევროპულ და გლობალურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა. თავისი მიზნების მისაღწევად ასოციაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ატარებს და ორგანიზებას უკეთებს ტრენინგებს, სემინარებს, კონსულტაციებს, კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებს; ეწევა საგამომცემლო საქმიანობას; აწყობს მასობრივ და საქველმოქმედო ღონისძიებებს; გეგმავს, ინიცირებას უკეთებს და ახორციელებს საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონალურ და ლოკალურ პარტნიორულ პროგრამებსა და პროექტებს; ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის კავშირის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს; ეწევა კანონმდებლობით აუკრძალავ სხვა საქმიანობას.
|
აღმასრულებელი დირექტორი - ინგა პაიჭაძე
გამგეობა
თავჯდომარე გიორგი თვალიაშვილი
წევრები იოსებ შველიძე
სალომე მინესაშვილი
გოგიტა ლარცულიანი
პავლე თვალიაშვილი
პროგრამების კოორდინატორები
ინგა პაიჭაძე
ცირა თავშავაძე
ნინი ვარდიაშვილი
უცხოელი მოხალისეები
კაროლინა პავლოვსკა (პოლონეთი)